|
2021-06-22 13:22:23, 768 ნახვა
საზოგადოება
მამუკა მდინარაძე - მომდევნო თვის ბოლომდე საქართველოში რამდენიმე ვაქცინა გვექნება
„მომდევნო თვის ბოლომდე საქართველოში რამდენიმე ვაქცინა გვექნება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამულა მდინარაძემ მთავარი არხის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიასთან წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. „ერთ-ორ კომპანიასთან, მათ შორის „ფაიზერთან“ მიღწეული შეთანხმება გაფორმების ეტაპზეა და დაახლოებით მომდევნო თვის ბოლომდე ჩვენ გვექნება რამდენიმე ვაქცინა საქართველოში. ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი კონკრეტული ვადებით“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, არის, რამდენიმე საკითხი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, რაც არ უნდა პოლიტიკური მიზნები გქონდეს. „ოპოზიცია იქნება ეს თუ ხელისუფლებაში მყოფი პარტია, უნდა შევთანხმდეთ, რომ აქ ვართ ერთსულოვნები. ასეთ საკითხებს განეკუთვნება, როცა უჩინარ მტერთან მიდის ბრძოლა, მაგალითად ვაქცინაციის მიმართ სწორი და პოზიტიური კამპანია. რბილად, რომ ვთქვათ, მათ შორის მედია საშუალებებსაც, ზოგიერთ პოლიტიკოსებსაც ნეგატიური როლი ჰქონდათ, ბოლო დროს ეს თითქოს ცოტა გასწორდა, მაგრამ გახსოვთ თავიდან, როგორი კამპანიები მიდიოდა ვაქცინაციის წინააღმდეგ, ზოგი ირიბად, ზოგი პირდაპირ. ამიტომ, ასეთ საკითხებზე, ჯობია, შევთანხმდეთ ყველა ერთად და ვთქვათ, რომ დამაზიანებელია და არ არის სწორი. ვაქცინაციის პროპაგანდამ უნდა გადაარჩინოს, როგორც ჯანმრთელობა, ისე ეკონომიკა“, - განცხადა მამუკა მდინარაძემ.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)