|
2021-06-22 10:33:45, 725 ნახვა
საზოგადოება
თელავის ტექნოპარკმა ინოვაციურ ბანაკს ,,მომავლის ინოვატორებს“ უმასპინძლა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თელავის ტექნოპარკმა ერთკვირიან ინოვაციურ ბანაკს „მომავლის ინოვატორებს“ უმასპინძლა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს ქ.თელავის მუნიციპალიტეტში შემავალი თოთხმეტი საჯარო სკოლის 12-13 წლის მოსწავლეებმა. (აკურის, ბუშეტის, გულგულის, ვანთის, ვარდისუბნის, თეთრიწყლების, იყალთოს, კისისხევის, კონდოლის, კურდღელაურის, რუისპირის, ქვემო ხოდაშენის, ყარაჯლის, წინანდლის საჯარო სკოლები). 7 დღის განმავლობაში, თელავის ტექნოპარკის გარე სივრცეში, დილის 11:00 საათიდან 19:00 საათამდე ბანაკის მონაწილეები სხვადასხვა სახის აქტივობაში იყვნენ ჩართულნი, გაიმართა Lego Robotics - ისა და LittleBits - ის ვორქშოფები, სემინარი - ,,როგორ შევქმნათ სტარტაპი“; კინო ჩვენებები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მეოთხე ინდრუსტრიული რევოლუციის შესახებ. მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარეს თბილისის ტექნოპარკის ელექტრონიკის ინჟინერმა და ტრენერმა მამუკა აფაქიძემ და სტარტაპების ,,Vrex Immersive Inc“ - ისა და ,,ATOM Kids“ – ის წარმომადგენლებმა. პროექტის ფარგლებში თითო სკოლიდან შეირჩა ორი მოსწავლე (სულ 28 მოსწავლე), შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა იყო. ინოვაციური ბანაკის „მომავლის ინოვატორების“ მიზანია, ახალგაზრდებში ციფრული უნარებისა და კომუნიკაციების ხელშეწყობა.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)