|
2021-06-18 15:55:43, 605 ნახვა
საზოგადოება
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების სამზადისი დაიწყო ჟიურის წევრების შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. ჟიურის წევრები 2021 წლის ნომინაციებზე და წლის ტენდენციებზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბნენ. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ჟიურის 13 წევრი და დამოუკიდებელი აუდიტორი დაესწრო. Welcome to Georgia!-ს ჟიურის წევრები დარგის წამყვანი სპეციალისტები და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. სწორედ მათი შეფასებების საფუძველზე და BDO საქართველოს ჩართულობით ვლინდებიან ნომინაციების გამარჯვებულები. შეხვედრის შედეგად, სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი 2021 წლის განახლებული ნომინაციების სია. „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გუნდისთვის, სტრატეგიულად, მნიშვნელოვანია ჟიურის წევრების შეკრება, რადგან სწორედ ამ დისკუსიის ფორმატში იბადება საინტერესო ნომინაციების იდეები, ვმსჯელობთ წლის ტენდენციებზე და ვცდილობთ პროექტი მეტად მორგებული გავხადოთ მონაწილეების სურვილებსა და მისწრაფებებზე. ჟიურის წევრების შეკრება მიუთითებს იმაზე, რომ პროექტის ნომინაციებზე რეგისტრაცია ძალიან მალე გაიხსნება, რაც Welcome to Georgia!-ში მონაწილეობის სურვილის მქონე კომპანიებისთვის სასიხარულო მინიშნებაა“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელმა, მარინა ჩაიკამ. ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში. მან წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინატთა და გამარჯვებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. პროექტის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ბანკი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. პროექტს მხარს უჭერენ ეკონომიკის სამინისტრო, თბილისის მერია და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა. პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორია BDO საქართველო, რომელიც ნომინაციების გამარჯვებულებს თანასწორობის, სამართლიანობის და გამჭვირვალობის პრინციპით ავლენს.
პენტაგონის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ამოეწურა
"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)