|
2021-06-18 12:09:37, 841 ნახვა
საზოგადოება
2015-2018 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო მკურნალობის გამო 17 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებთ, 2015-2018 წლებში პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო მკურნალობის გამო, 17 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, გამოძიება იყო დაინტერესებული მხოლოდ მიზეზებით და არ დაინტერესდა, რატომ არ უტარდებოდათ მათ სიცოცხლეშივე სამედიცინო მომსახურება. „შევისწავლეთ 2015-2018 წლებში გარდაცვლილი პატიმრების 17 საქმე და ამ საქმის მასალების გაცნობის შედეგად დავადგინეთ, რომ გარდაცვალების შემდგომ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს აღენიშნებოდათ სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები, რაზეც სათანადო მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში მათ არ გაეწიათ. სამწუხაროდ, გამოძიება კონცენტრირებული და დაინტერესებული იყო, მხოლოდ გარდაცვალების უშუალო მიზეზებით და არ სვამდა კითხვებს, რატომ არ უტარდებოდათ მათ სიცოცხლეში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რამაც მათი გარდაცვალება გამოიწვია“, - განაცხადა ომბუდსმენმა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)