12:23 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-18 10:45:36, 975 ნახვა

საზოგადოება
დიდუბეში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გამგეობამ ამ ეტაპზე, დიღმის მასივსა და დიდუბეში დამატებით ხუთი დაზიანებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაასრულა.

სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე.

აღნიშნული სამუშაოები შემდეგ მისამართებზე განხორციელდა: დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-11 კორპუსის მიმდებარედ, ლუბლიანას ქუჩის N11-ში, გოგოლაურის ქუჩის N18ა-ში, სტანისლავსკის ქუჩის N12ა-სა და წერეთლის გამზირის N87-ის მიმდებარედ.

სპორტული მოედნების აღდგენა გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „პე ბე“ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics