18:08 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-17 10:58:46, 795 ნახვა

რეგიონი
შუახევში, სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

შუახევში, სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. აქტიურ ფაზაშია ხიჭაურისა და ჭვანის სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტი ითვალისწინებს გარე განათების, ხელოვნური საფარის, საყრდენი კედლების, ფეხბურთის კარებისა და კალათბურთის ფარების მოწყობას, ლითონის კონსტრუქციების დამუშავება - შეღებვით სამუშაოებს.

მიმდინარე წელს, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციაზე 125 000 ლარამდე დაიხარჯება. სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებაა დაგეგმილი 9 აპრილის ხეივანში. კეთილმოეწყობა ასევე ტაკიძეების სპორტული დარბაზი. ეტაპობრივად მოწესრიგდება მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სპორტული კომპლექსი. მალე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა დაბის ცენტრალური სტადიონი.

განახლებული ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ფიზიკურ აქტივობებში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics