18:08 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-16 11:20:51, 752 ნახვა

რეგიონი
ხობის მუნიციპალიტეტში დამშრობი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. ხობის მუნიციპალიტეტში, დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ხობი-უტორას დამშრობ მასივზე მიმდინარეობს. სოფელ პირველ ხორგაში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 7100 მეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის შემკრები და კოლექტორული არხები იწმინდება.

,,ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტში 75 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს. დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს ივლისის ბოლოს დასრულდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics