|
2021-06-14 10:32:46, 558 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში საფერავის მეორე საერთაშორისო კონკურსი ტარდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში საფერავის მეორე საერთაშორისო კონკურსი ტარდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კონკურსი, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორია ასოციაცია „ქართული ღვინო“, საფერავის და მისგან დამზადებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მათი ინფორმაციით, კონკურსზე 70-მდე მწარმოებელმა საფერავის ყურძნის ჯიშისგან სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული 250-მდე ღვინის ნიმუში წარადგინა. საკონკურსო ჟიურის თავმჯდომარე ენოლოგი, მეღვინე გოგი დაქიშვილი იყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ჟიურის წევრის, ლევან მეხუზლას შეფასებით, კონკურსზე წარმოდგენილი ღვინოებო საუკეთესო ხარისხისაა. „მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის, რადგან ექსპორტის უდიდესი წილი სწორედ საფერავისგან დამზადებულ ღვინოებზე მოდის. გამარჯვებული ღვინოები რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებსა და მცირე მარნებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომები გადაეცემათ. საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი 2018 წელს ჩატარდა. კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც დიდი მწარმოებლის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნების 200-მდე ღვინის ნიმუში. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი იყო. საფერავი უძველესი ქართული ვაზის ჯიშია. იგი ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. მაღალი ხარისხობრივი და უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე, საფერავის ჯიშის ყურძენი გაშენებულია არაერთ ქვეყანაში და მისგან მაღალი ხარისხის ღვინოები იწარმოება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)