|
2021-06-12 11:25:42, 1068 ნახვა
რეგიონი
სამეგრელოში 3 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ წალენჯიხაში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევსა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში, მოქალაქეების საკარმიდამო ეზოში დაურეგისტრირებელი ცირკული ტიპის სახერხი საამქროები გამოვლინდა. მათივე ცნობით, მოქალაქეების საკარმიდამო ეზოებში, ჯამში, 18 ერთეული თმელასა (მურყანი) და აკაციის სახეობის მორი და 0,2 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული. სახერხი საამქროები და მათ ტერიტორიაზე არსებული ხე-ტყე დაილუქა. ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)