|
2021-06-11 15:38:58, 979 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მაღალმთიანი სოფლების სათემო ინტერნეტიზაციის დაწყების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში, რომელიც აჭარის მაღალმთიანი სოფლების სათემო ინტერნეტიზაციის საკითხებს მიეძღვნა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდნენ რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები, ასევე საქართველოს მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური. შეხვედრაზე განიხილეს მაღალმთიან აჭარაში სათემო ინტერნეტიზაციის განხორციელების შესაძლებლობა და გზები, რომელიც სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებისა მხარდაჭერით განხორციელდება და სრულად დაიფარება ყველა დასახლებული პუნქტი. აღინიშნა, რომ ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, იქ სადაც მოსახლეობა 200-ზე ნაკლებია, კერძო სექტორისთვის კომერციულად არამიმზიდველი გარემოა და შესაბამისად მოსახლეობა დარჩენილია ინტერნეტის გარეშე, მთავრობის მხრიდან სათემო ინტერნეტიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები ხორციელდება შეხვედრაზე გამოხატული იქნა მზაობა და მხარდაჭერა, რომ აჭარის რეგიონში დაიწყოს სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი, ასევე დაიგეგმა პროექტის განხორციელების შემდგომი ნაბიჯები. სათემო ინტერნეტიზაცია გულისხმობს ადგილობრივი თემის მიერ შექმნილ ინტერნეტ ქსელს, რომლის მთავარი პრინციპია, რომ თავად თემი განკარგავდეს შექმნილ ინტერნეტ ქსელს და წარმოადგენდეს მის საკუთრებას. სახელმწიფოს როლი ამ მოდელში ითვალისწინებს მისი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში პროექტის ხელშეწყობასა და მხარდაჭერას ფინანსური კონტრიბუციით, კონსულტაციებით, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ა.შ.. აღნიშნული პრინციპების დაცვით, 2017 წელს თუშეთში, ინტერნეტით დაიფარა 2 ხევი და 24 სოფელი, 2019 წლის ბოლოს ფშავ-ხევსურებსა და გუდამაყარის ხეობებში, ინტერნეტით დაიფარა 130-მდე სოფელი (4 96 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, IP ტელეფონების ინსტალაცია განხორციელდა 18 ოჯახში).
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)