|
2021-06-11 10:34:10, 952 ნახვა
საზოგადოება
კავკასიის ბუნების ფონდსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა. ხელშეკრულებებს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, თობიას მიუნხმაიერმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა მოაწერეს. „დაცული ტერიტორიების სააგენტო მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს კავკასიის ბუნების ფონდთან; სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში მოეწერა ხელი 2 ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს, ყველა ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, ასევე მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაუზრდის მოტივაციას ჩვენს თანამშრომლებს და, ამავე დროს, ხელს შეუწყობს მათ კეთილდღეობას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, სახელფასო დანამატს მიიღებს დაცული ტერიტორიების სისტემაში შემავალი ტერიტორიული ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი. „მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერეთ ამ ორ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას. გრანტი, რომელსაც ჩვენ გავცემთ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის, ემსახურება რეინჯერების მოტივაციის ამაღლებას და მათ მხარდაჭერას, უნიკალური ბუნების დასაცავად გაწეული ყოველდღიური უდიდესი საქმიანობისთვის. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რეინჯერები არიან მამოძრავებელი ძალა იმ უდიდესი სისტემის, რასაც ბუნების დაცვა ეწოდება. სწორედ ამიტომ, ყოველთვის აუცილებელია მათი მოტივაცია და მხარდაჭერა“, - აღნიშნა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, თობიას მიუნხმაიერმა. კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) წლების მანძილზე თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებაში.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)