13:48 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-10 16:59:00, 1130 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფი“ მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობის ანალიზს აგრძელებს

თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფი“,  საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფთან ერთად, რომელსაც დოქტორი ლუდვიგ შტრეფი ხელმძღვანელობს, მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობის ანალიზის მეორე ეტაპს ახორციელებს.

კვლევების პირველი ნაწილი, გასული წლის შემოდგომაზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და  განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო.

კვლევა მიზნად ისახავს, დადგინდეს  თბილისში წარმოქმნილი მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობა, რათა განისაზღვროს  მყარი მუნიციპალური ნარჩენების სხვადასხვა ნაკადების ზუსტი რაოდენობა, დაისახოს ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების რეალისტური მიზნები, განისაზღვროს მათი განხორციელების გზები, ასევე,  ინფრასტრუქტურული და ფინანსური საჭიროებები.

მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობის ანალიზის ჩასატარებლად, შეირჩა 4 ძირითადი ზონა, საიდანაც შეგროვდა წარმოქმნილი ნარჩენები: მხოლოდ საცხოვრებელი ტერიტორიები, საკუთარი ეზოების და ბაღების გარეშე; ტერიტორიები, სადაც განთავსებულია კერძო სახლები ბაღებით ან ეზოებით; მხოლოდ კომერციული ზონები; შერეული ზონები (კომერციული და საცხოვრებელი ტერიტორიები).

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  მიმდინარე პროექტი, 20-თვიანი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაც 2020 წლის 16 იანვარს დაიწყო. მისი მიზანია  თბილისისათვის მყარი მუნიციპალური ნარჩენების პრევენციისა და გადამუშავების 10-წლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე, გეგმის შესრულების საწყისი ეტაპის ხელშეწყობა. აღნიშნულ ინიციატივას ახორციელებს თბილისის მერია, შპს „თბილსერვის ჯგუფის“, გერმანულ-ბერძნული კონსორციუმის - ICP-ENVIROPLAN და ნარჩენების მართვის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე გერმანული კომპანიის ICP-Ingenieurgesellschaft Prof. Czurda & Partner mbH მონაწილეობით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics