|
2021-06-09 11:38:14, 663 ნახვა
საზოგადოება
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილებისთვის ორ პროექტზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, კიდევ დაახლოებით, 700 ოჯახი დაკმაყოფილდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ცხადდება ინტერესთა გამოხატვა ორი მსხვილი პროექტისთვის სამგორსა და ვარკეთილში. „სამწუხაროდ, გვყავს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აღიარებული აქვს ვალი მათთან მიმართებაში, ათეული წლებია, ამ ადამიანებს ყურადღებას არავინ აქცევდა. ჩვენ ამ ოჯახებს მივეცით პირობა, რომ აღნიშნულ საკითხს მოვაგვარებდით. უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, გარკვეულ მიწის ნაკვეთებზე გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა. გვყავს გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც მშენებლობის შემდეგ, ამ ოჯახებს დააკმაყოფილებენ. რიგითობა და თანმიმდევრობა ძალიან მარტივი წესით - სოციალური ქულების მიხედვით განვსაზღვრეთ. ვისაც ჯერ კიდევ არ შემოუტანია განცხადება, ჩემი თხოვნა იქნება, რომ აუცილებლად მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ქულებს მოგანიჭებთ და რიგითობას დაიკავებთ. საუბარია, ჯამში, დაახლოებით, 3 000 ოჯახზე. ამ ეტაპზე, ამ მშენებლობებთან დაკავშირებით, ნებართვები სხვადასხვა ეტაპზეა. არის კონკრეტული კომპანიები, რომლებსაც აქვთ ნებართვები და მშენებლობაც დაწყებულია. არის შემთხვევები, რომლებიც პროცესშია, კომპანიები მალე მიიღებენ ნებართვებს და მშენებლობაც დაიწყება. დღეს კი, ცხადდება ინტერესთა გამოხატვა ორი მსხვილი პროექტისთვის სამგორსა და ვარკეთილში, რომლითაც დაზარალებული ოჯახები დაკმაყოფილდებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ სამშენებლო სექტორს აქტიურობისკენ მოუწოდა. „მინდა სამშენებლო სექტორს მოვუწოდო აქტიურობისკენ. დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე, გაეცანით და გამოხატეთ თქვენი ინტერესი. ამ ორი პროექტის განხორციელების შემდეგ, მინიმუმ 700 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. 2018 წლიდან დღემდე, ჯამში, 1 289 ოჯახისთვის შეიქმნა შესაძლებლობა იმისა, რომ საცხოვრებელი ბინები მიიღონ. ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ეს ოჯახები სრულად დაკმაყოფილდებიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)