19:57 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 15:07:53, 982 ნახვა

მსოფლიო
რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ყოფილმა დეპუტატმა ქვეყანა დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ყოფილი დეპუტატი, დმიტრი გუდკოვი აცხადებს, რომ ქვეყანა დატოვა მისი თქმით შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე დაპატიმრების საფრთხის გამო.

პოლიტიკოსი უკრაინაში გაემზგავრა. გუდკოვი ფეისბუკით წერს, რომ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული "რამდენიმე წყაროსგან" მიიღო ინფორმაცია - თუ ქვეყანას არ დატოვებდა, ყალბი ბრალდება ძალაში დარჩებოდა მის დაპატიმრებამდე.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა რამდენიმე წყარომ მითხრა, რომ თუ ქვეყანას არ დავტოვებდი, ყალბი სისხლის სამართლის საქმე ჩემს დაკავებამდე გაგრძელდება. თუ დავრჩებოდი, მითითებაა მიცემული, გუდკივის საქმე "ნებისმიერი მეთოდით გადაწყდეს", — წერს პოლიტიკოსი თავის ტელეგრამარხზე.

გუდკოვს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმე იმისთვისაა აღძრული, რომ არჩევნებზე არ დაუშვან. გუდკოვი მოსკოვში 1 ივნისს დააკავეს, ქირის გადაუხდელობის ბრალდებით საკუთრებისთვის, რომელსაც ის წლების წინ ქირაობდა. ის 3 ივნისს გამოუშვეს, ბრალის ოფიციალურად წაყენების გარეშე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics