19:56 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-02 17:21:43, 1970 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყნის „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლას მხარი დაუჭირა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყნის „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლას მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა წარადგინა, რომელიც ძალაში რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა.

რუსეთის ფედერაცია „ღია ცის შეთანხმებას“ საბოლოოდ დეკემბერში დატოვებს.

„ღია ცის შესახებ“ ხელშეკრულება, რომელიც 1992 წლის მარტში გაფორმდა ჰელსინკში, თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში იყო ეფექტური მექანიზმი ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics