|
2021-05-31 18:19:39, 898 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სხვა ქვეყნებთან, პარტნიორ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ მუდმივად გვქონდეს პულსზე ხელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავიაციისა და ტურისტული სექტორების აღდგენა-განვითარების კუთხით სხვა ქვეყნებთან და პარტნიორ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობს. „ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სხვა ქვეყნებთან, პარტნიორ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ მუდმივად გვქონდეს პულსზე ხელი - თუ სად შეიძლება კიდევ უფრო მეტად, უსაფრთხოდ გავზარდოთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც შეზღუდვების შემსუბუქების ფუფუნება გვექნება", -აღნიშნა მან გადაცემა „საქმიანი დილა"-ში სტუმრობისას. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განმარტა, ავიაცია და ტურიზმი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული დარგებია და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ამ მიმართულებების, ასევე მთის კურორტების სექტორის ერთი საკურატორო ქოლგის ქვეშ მოქცევა. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მისთვის ძალიან საპასუხისმგებლოა დღეს ამ პოზიციაზე დანიშვნა იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიას თავისი უკიდურესად ნეგატიური ზეგავლენა ჰქონდა ორივე ინდუსტრიაზე - იქნება ეს ავიაცია გლობალურად თუ ტურიზმის ინდუსტრია გლობალურად. „რა თქმა უნდა, ავიაკომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, რადგან აქ უკვე საერთოა ავიაკომპანიების და სახელმწიფოს ინტერესი, რაც ნიშნავს - რაც უფრო მეტ მგზავრს გადმოიყვანს ავიაკომპანია და ეს მისი კომერციული ინტერესია, მეტი გადმოყვანილი მგზავრი კი ჩვენთვის მეტი, დამატებითი ტურისტული ნაკადი. შესაბამისად, ვფიქრობ, აქ ჩვენ გვექნება დიდი არეალი იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობებიდან და იმ ინსტრუმენტებიდან გამომდინარე, რომელიც სახელმწიფოს აქვს, მან მაქსიმალურად იმუშაოს ავიაკომპანიებთან სტრატეგიული, სამიზნე ბაზრებიდან, რომ მათ ჰქონდეთ მეტი გარანტია და მეტი სიმყარე იმისთვის, რომ საქართველო ამოარჩიონ ძალიან ბევრ ქვეყანას შორის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ხელისუფლებას აქვს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი ხედვა და გეგმა, რათა ამ დარგების აღდგენა-განვითარება უმოკლეს ვადაში მოხდეს.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)