|
2021-05-28 15:26:54, 607 ნახვა
საზოგადოება
გლობალური სტარტაპ ფონდის რიგით მე-3 ღონისძიებაზე ინვესტორების მიერ შერჩეულ 15 სტარტაპს შორის საუკეთესოები გამოვლინდა
გლობალური სტარტაპ ფონდის რიგით მე-3 ღონისძიება 27 მაისს, სასტუმრო ,,რუმს თბილისში’’ გაიმართა. ინვესტორების მიერ შერჩეულ 15 სტარტაპს შორის საუკეთესოები გამოვლინდა, რომლებიც ფონდის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან განაგრძობენ მოლაპარაკებებს. Angel ინვესტორები ისრაელის სილიკონ ვადიდან სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებიდან, ადგილობრივი ინვესტორები, პარტნიორობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან - BTU-ში დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს და შერჩეულ 15 სტარტაპს საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციის და Angel ინვესტორებთან პარტნიორობის შესაძლებლობას აძლევს. გლობალური სტარტაპ ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდი საქართველოში, რომელიც ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორებისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით BTU-ში დაფუძნდა. ფონდის ინვესტორმა პირველი მსხვილი დაფინანსება GITA-სთან პარტნიორობით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში 2019 წელს განახორციელა. 2021 წლიდან MIT-ს სამეწარმეო ცენტრში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდის ყველა პარტნიორ კომპანიას, სტარტაპს და ინვესტორს გაეხსნა წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან, რომელიც ერთერთი უმსხვილესი სტარტაპ ეკოსისტემაა მსოფლიოში. გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორმა, თიბისიმ პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში ახალი სტარტაპ საინვესტიციო პროდუქტი შექმნა, რომელიც აგრეთვე ხელმისაწვდომია სტარტაპის დაფინანსების მსურველი ინვესტორებისთვის. „მოხარული ვართ, რომ გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორობის ფარგლებში ახალ საინვესტიციო პროდუქტს შევთავაზებთ დაინტერესებულ ინვესტორებს. თიბისი უკვე მრავალი წელია ლიდერობს ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით. ჩვენ ვაფინანსებთ სტარტაპებს უკვე 6 წელზე მეტია, რადგან ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყები ბიზნესებისთვის,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. „BTU-ში დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი წელს უპრეცენდენტოდ მასშტაბური გახდა, ფონდს შემოუერთდნენ ინვესტორები საქართველოდან, აღსანიშნავია ჩვენი პარტნიორობა თიბისის პროგრამა სტარტაპერთან, რომელმაც შექმნა ახალი საინვესტიციო პროდუქტი, მათთვის ვისაც აინტერესებს სტარტაპებში ინვესტირება და მათი შემდგომი მხარდაჭერა.“ - ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)