|
2021-05-28 12:12:03, 1123 ნახვა
საზოგადოება
მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგი ჩატარდა
სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მეფუტკრე ფერმერებისათვის ტრენინგი „ფუტკრის მავნებლებთან ბრძოლა“ ჩატარდა. სწავლება პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის, დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ტრენერებმა ჩაატარეს. „მეფუტკრეებისთვის დაავადება ვარვატოზთან ბრძოლა რთული გამოწვევაა. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ტრენინგების ფარგლებში, მეფუტკრეები მიიღებენ საფუძვლიან ცოდნას და გაეცნობიან უახლეს მეთოდოლოგიას, თუ როგორ ებრძოლონ ამ დაავადებას“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ. ტრენინგი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ითვალისწინებს და მოიცავს ფუტკრის მავნებლების იდენტიფიცირების, მათთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების და თანამედროვე სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენების ინსტრუქციების გაცნობას. სპეციალურად ტრენინგისათვის თეორიული მასალა სურსათის ეროვნული სააგენტოს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების რეკომენდაციით მომზადდა. განახლებული ექსტენციის ფარგლებში, ფერმერთა ტრენინგი ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)