18:29 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 11:58:12, 1491 ნახვა

მსოფლიო
გაერთიანებულ სამეფოში აცხადებენ, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის 75% „ინდურ შტამთანაა“ დაკავშირებული

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თითქმის 75% ე.წ. ინდურ შტამთანაა დაკავშირებული.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის „ინდური შტამით“ ინფიცირების შემთხვევების რიცხვი კიდევ 3,535-ით გაიზარდა და 6,959-ს მიაღწია.

როგორც მეთ ჰენკოკი აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ინფიცირებათა შემთხვევების ზრდას ელოდა.

„ბოლო შეფასებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი და პოტენციურად სამი მეოთხედი „ინდურ შტამს“ უკავშირდება. როდესაც სამოქმედო რუკა შევადგინეთ, ყოველთვის ველოდით ინფიცირებულთა ზრდას - პამდემია ჯერ არ დასრულებულა.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი მსოფლიოს 61 ქვეყანაში არის დაფიქსირებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics