|
2021-05-27 15:39:26, 807 ნახვა
საზოგადოება
დღეს „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2021“ გაიხსნება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, ასევე, „მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში“ და ფონდ „არტკავკასუსის“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, პირველი ფართომასშტაბიანი „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2021“ გაიმართება. პროექტი ხელოვნების სფეროში მოღვაწე ქალბატონებს საკუთარი ნამუშევრების ფართო მასებისთვის გაზიარებისა და რეალიზების საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ გამოფენაში 200-ზე მეტი მოქმედი ქართველი და უცხოელი ხელოვანი ქალი იღებს მონაწილეობას. კვირეულის მიზანი ხელოვან ქალთა ნამუშევრებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში, იქმნება ხელოვან ქალთა მონაცემთა ბაზა და საერთაშორისო პროფესიული ქსელი, რომლის დახმარებით პროფესიონალი და მოყვარული მხატვარი ქალები საერთაშორისო არტ სივრცეში ინტეგრაციას, კოლეგებთან ინტერნეტით კომუნიკაციასა და კარიერის მართვას შეძლებენ. კვირეულის ფარგლებში, ხელოვნების მოყვარულებს სხვადასხვა ციფრული ღონისძიება ელით - მასტერკლასის ფორმატის „მხატვრის სახელოსნო“, ტრენინგი და სხვა. გამოფენა საზოგადოებრივი არხის ვებგვერდზე გაშუქდება. აღსანიშნავია, რომ დამთვალიერებელი, სურვილის შემთხვევაში, შეიძენს მხატვრის ნამუშევარს. მას გამოფენის საკოორდინაციო ჯგუფი, საკომისიო მომსახურების გარეშე, ავტორთან დააკავშირებს. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში - „შემოქმედებითი ევროპის“, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით. კვირეულზე დასწრება და მონაწილეობა თავისუფალია. ონლაინ ვიზიტისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.weekofart.com, ან გადადით მითითებულ ბმულზე. https://fb.me/e/1riLDZHHb
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)