|
2021-05-27 12:47:39, 902 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო ონლაინ კურსს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ევროკავშირის პროექტის – „EU4 Environment“-ის ფარგლებში, ყველა მსურველს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის https://unccelearn.org/course/view.php?id=51&page=overview მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო ონლაინ კურსს. საერთაშორისო პლატფორმაზე განთავსებულია მწვანე ეკონომიკის 5 ქართულენოვანი მოდული, სადაც ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის - სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის, კერძო სექტორისთვის, ასევე, გარემოსდაცვითი მმართველების, უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგების, მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის. კურსი გულისხმობს მსმენელის მიერ სასურველი მოდულის პრიორიტეტის მიხედვით ინდივიდუალურად შერჩევას. ელექტრონული კურსი მოიცავს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, ქვიზებსა და კითხვარებს. კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში, მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს. მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსი უფასოა. ევროკავშირის მწვანე კვირეულის ფარგლებში, სასერტიფიკატო კურსზე მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია მიმდინარე წლის 27 მაისიდან. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მხარდაჭერით, EU4Environment პროექტის აქტივობების განმახორციელებელია. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) აქტიურად თანამშრომლობს სამინისტროსთან EU4Emvironment პროექტის ფარგლებში საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და დამატებითი ინსტრუმენტების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)