|
2021-05-27 11:03:15, 435 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნულმა არქივმა საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის 26-ე ყრილობაზე საკუთარი პროექტები წარადგინა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) 26-ე ყრილობაში მიიღო მონაწილეობა. Zoom-ის პლატფორმაზე გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ორი მიმდინარე პროექტი: „მეორე მსოფლიო ომი ქართულ არქივებში", რაც ეროვნული არქივის ფონდებში ამ თემაზე დაცული დოკუმენტების გამოვლენას, ორენოვანი გზამკვლევის შექმნას, ომის მონაწილეთა მოგონებების გამოცემასა და საარქივო მასალაზე დაყრდნობით სამეცნიერო ნაშრომების მომზადებას გულისხმობს და „ქართული კინომემკვიდრეობის დაცვა", რაც ითვალისწინებს ქართული კინოკოლექციების დიგიტალიზაციასა და ციფრულ რესტავრაციას, ონლაინ კინოკატალოგის შექმნას და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივისთვის ახალი შენობის მშენებლობას. ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ეროვნული არქივის საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სოფიო ჯობავა, კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე და სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელი დიმიტრი სილაქაძე. ქართველმა მონაწილეებმა უცხოელი კოლეგები მიიწვიეს საქართველოს ეროვნული არქივის მე-6 საერთაშორისო ონლაინკონფერენციაზე, რომელიც 2021 წლის 23-24 სექტემბერს გაიმართება. საქართველოს ეროვნულ არქივი 2014 წლიდან არის საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) წევრი და აქტიურად მონაწილეობს მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)