|
2021-05-25 14:21:35, 603 ნახვა
საზოგადოება
პრაღის პროცესის ფარგლებში გამართულ თემატურ კონფერენციაზე საქართველო თანათავმჯდომარის სტატუსით წარსდგა
„შრომითი მიგრაცია და მიგრაცია და განვითარება“-ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ პრაღის პროცესის ფარგლებში გამართულ თემატურ კონსულტაციებში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. რიგით მეორე თემატურ შეხვედრაზე საქართველო თანათავმჯდომარის სტატუსით წარსდგა. პრაღის პროცესის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ თანამშრომლობას მიგრაციის მართვის სფეროში და ქვეყნებს შორის მიგრაციის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისთვის შეთანხმებულ პრინციპებს კიდევ უფრო განავითარებენ. ერთობლივი დეკლარაციით და პრაღის პროცესის მე-2 მინისტერიალზე დამტკიცებული 2012-2016 წწ. სამოქმედო გეგმით, განისაზღვრა შემდეგი ძირითადი პრინციპები და თანამშრომლობის სფეროები: არალეგალური მიგრაციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა; რეადმისია, ნებაყოფლობითი დაბრუნება და მდგრადი რეინტეგრაცია; ლეგალური მიგრაცია, განსაკუთრებული აქცენტით შრომით მიგრაციაზე; ლეგალურად მცხოვრებ მიგრანტთა ინტეგრაცია; მიგრაცია, მობილობა და განვითარება; შესაძლებლობების გაძლიერება თავშესაფრისა და საერთაშორისო დაცვის სფეროში. თანამშრომლობის სფერო გარკვეულწილად ასახავს მიგრაციისა და მობილობისადმი გლობალური მიდგომის (GAMM) ამოცანებს. პრაღის პროცესი მიგრაციის შესახებ მიზნობრივი დიალოგისა და პოლიტიკის პროცესია, რომელიც მიგრაციის სფეროში თანამშრომლობას უწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)