20:29 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 12:03:22, 598 ნახვა

საზოგადოება
ICARUS-ის 26-ე ყრილობის ფარგლებში ეროვნული არქივი საკუთარ პროექტებს წარადგენს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი მონაწილეობას მიიღებს საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) 26-ე ყრილობაში, რომელიც 25-26 მაისს ონლაინფორმატში ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში ICARUS-ის წევრი ქვეყნები მათ არქივებში მიმდინარე პროექტებს წარადგენენ.

26 მაისს ეროვნული არქივი შეხვედრის მონაწილეებს გააცნობს არქივში მიმდინარე ორ პროექტს: „მეორე მსოფლიო ომი ქართულ არქივებში", რაც ეროვნული არქივის ფონდებში ამ თემაზე დაცული დოკუმენტების გამოვლენას, ორენოვანი გზამკვლევის შექმნას, ომის მონაწილეთა მოგონებების გამოცემასა და საარქივო მასალაზე დაყრდნობით სამეცნიერო ნაშრომების მომზადებას გულისხმობს; „ქართული კინომემკვიდრეობის დაცვა" კი ითვალისწინებს ქართული კინოკოლექციების დიგიტალიზაციასა და ციფრულ რესტავრაციას, ონლაინ კინოკატალოგის შექმნას და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივისთვის ახალი შენობის მშენებლობას.

საქართველოს ეროვნულ არქივი 2014 წლიდან არის საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) წევრი და აქტიურად მონაწილეობს მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics