|
2021-05-23 16:25:18, 576 ნახვა
საზოგადოება
„რიონის ხეობის მცველებმა“ ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად დრო ხვალ 12:00 საათამდე მისცეს
„რიონის ხეობის მცველებმა“ ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად დრო ხვალ 12:00 საათამდე მისცეს. ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება გააგრძელებს სამოქალაქო პროტესტის დაიგნორებას, დედაქალაქის სრული პარალიზება განხორციელდება. „იმისთვის, რომ ჩვენი მოთხოვნების შესრულება უზრუნველვყოთ ჩვენთითონვე, ჩვენ აქ უნდა დავრჩეთ ყველა მანამ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები და ხელისუფლება ადეკვატური არ გახდება სახალხო პროტესტის მიმართ და ჩვენ არ ჩაგვთვლის, როგორც ერთადერთ და უალტერნატივო ძალად ამ ქვეყანაში. ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ ჩვენი სიმრავლით, თუ ხვალ 12:00 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით, ჩვენ მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას მთლიანად, ვერავინ ვერსად ვერ შეძლებს გადაადგილებას“, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)