|
2021-05-22 10:59:25, 497 ნახვა
საზოგადოება
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების დაცვის პოპულარიზაციის და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, ყოველი ჩვენგანისთვის შეხსენებას, რა მნიშვნელობა აქვს გარემოში ცოცხალი ორგანიზმების არსებობას. „ 2021 წელს, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის თემაა „ჩვენ ვართ გადაწყვეტილების ნაწილი“. ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე სასაუბროდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი თბილისის 186-ე საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებს შეხვდა. მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია, რომელიც შეეხებოდა ბიომრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობას, ეკოსისტემების მდგომარეობისა და ადამიანთა ზეგავლენით სახეობების დაკარგვის საკითხებს. 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)