08:11 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-21 20:00:08, 906 ნახვა

კომენტარი
შალვა პაპუაშვილი „ენმ“-ზე : აქვთ ორი გზა, ან აღიარონ დამარცხება, შემოვიდნენ პარლამენტში, ან დარჩნენ ქუჩაში და ბოლომდე მარგინალიზდნენ

„აქვთ ორი გზა, ან აღიარონ დამარცხება, შემოვიდნენ პარლამენტში, ან დარჩნენ ქუჩაში და ბოლომდე მარგინალიზდნენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა შავლა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არის არასერიოზული.

„საერთო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი არის არასერიოზული.

მათ ააყირავეს მოლაპარაკებათა მაგიდა, არ მოაწერეს ხელი შარლ მიშელის შეთანხმებას, პატივი არც კი სცეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, როცა ის ჩამოსული იყო და არც კი მოვიდნენ მასთან შეხვედრაზე.

ამიტომ დღეს მნიშვნელობა არ აქვს მათ პოზიციას, მათ თავი დაიმკვიდრეს სამწუხაროდ, როგორც რადიკალურმა პარტიამ, რომლის დღის წესრიგიც არის მხოლოდ რადიკალური, მღელვარებაზე აწყობილი.

მათ აქვთ ორი გზა, ან აღიარონ დამარცხება, შემოვიდნენ პარლამენტში, მათ შორის თუ უნდათ, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო რეფორმის პროცესში, ან დარჩნენ ქუჩაში და ბოლომდე მარგინალიზდნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics