|
2021-05-21 17:50:24, 937 ნახვა
საზოგადოება
გამოფენა „ბერძნები საქართველოში“ ონლაინ გაგრძელდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გამოფენა „ბერძნები საქართველოში", რომელიც საბერძნეთის დამოუკიდებლობის 200 წლისთავს მიეძღვნა, ონლაინფორმატში გაგრძელდება. ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ექსპოზიციას 2021 წლის 25 მარტიდან 21 მაისის ჩათვლით მასპინძლობდა. ამიერიდან მისი დათვალიერება დაინტერესებულ პირებს ეროვნული არქივის ვებგვერდზე შეუძლიათ: https://archive.gov.ge/ge/2021-1/berdznebi-sakartveloshi-1. გამოფენა მოიცავს საქართველოში ბერძნების ცხოვრებისა და ორი ქვეყნის ურთიერთობის ამსახველ საარქივო დოკუმენტებს. მათ შორისაა: XIX საუკუნის ბერძნული ისტორიული საბუთები, ბერძნული საგალობლები, რუკები, შენობა-ნაგებობათა პროექტები, დოკუმენტები ტაძრების, ბერძენი ოსტატებისა და ბერძნული სასწავლებლების შესახებ და სხვა. ექსპოზიციის მიზანი ქართველ და ბერძენ ხალხს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების წარმოჩენაა. გამოფენის კურატორი: ნინო ბადაშვილი, ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილება.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)