22:36 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-20 13:49:30, 388 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებას სამეცნიერო კვლევების და აგრარული განათლების მიღების მიმართულებებით; იგეგმება პროფესორ-მასწავლებლების, მეცნიერების და სტუდენტების გაცვლითი ვიზიტები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ერთობლივი კვლევების განხორციელება, ინფორმაციისა და პუბლიკაციების გაზიარება, ასევე, ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების მოწყობა და სამეცნიერო მიზნებისთვის გენეტიკური რესურსის გაცვლა.

„მემორანდუმი, რომელიც ჩვენ სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და უნგრეთის სამეცნიერო დაწესებულებას შორის გაფორმდა, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობას და, ამავდროულად, გაზრდის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

უნგრულ მხარესთან თანამშრომლობის მემორანდუმი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაფორმდა. სტუმრებმა ბაზაზე გაშენებული ვაზის და ხეხილის კოლექციები დაათვალიერეს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას გაეცნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics