|
2021-05-19 12:43:14, 526 ნახვა
რეგიონი
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები ნატოს შტაბ-ბინაში გამართა
ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაცია, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში თურქეთის, პოლონეთისა და რუმინეთის ჩართულობა და ამ ქვეყნებთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა, ასევე ერთობლივი მონაწილეობა საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში - ის ძირითადი საკითხები იყო, რაც გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თურქეთის, პოლონეთისა და რუმინეთის თავდაცვის ძალების მეთაურებთან ერთად განიხილა. შეხვედრებზე ხაზი გაესვა მეგობარი ქვეყნების პირველი სამხედრო პირების მხრიდან საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. მათივე ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თურქ კოლეგას, გენერალ იაშარ გულერს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ათწლეულების მანძილზე თავდაცვის ძალების განვითარებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა სამხედრო სწავლებაში მონაწილეობაზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საბრძოლო მზადყოფნას და მხარს უჭერს საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის ძალების ურთიერთქმედებას. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა პოლონელ და რუმინელ კოლეგებთან, გენერალ რაიმუნდ ანდჟეიჟაკთან და გენერალ-ლეიტენანტ დანიელ პეტრესკუსთან საუბრისას ხაზი გაუსვა პოლონეთისა და რუმინეთის ჩართულობას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ასევე საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობის და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების განვითარებისათვის კონტრიბუციის მნიშვნელობას. რუმინეთის თავდაცვის ძალების მეთაურთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს, ხოლო პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ხაზი გაუსვა პოლონეთის პრაქტიკულ მხარდაჭერას თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)