|
2021-05-18 10:30:18, 388 ნახვა
საზოგადოება
ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
იაპონიის დედაქალაქში გამართული ღონისძიების „მსოფლიოს ორმაგი მემკვიდრეობა" ფარგლებში გამართული დეგუსტაციის მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის იაპონურ ტრადიციულ სამზარეულოსთან „ვაშოკუ" შეხამება იყო. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge" დირექტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და ცნობილი იაპონელი სომელიე სატორუ მორი უძღვებოდნენ. ქართული ღვინის წარდგენას იაპონიაში საქართველოს საელჩოს დროებითი რწმუნებული თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო. „Red Bridge"-ის მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, იაპონელი მომხმარებლები განსაკუთრებულ ინტერსს ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიის მიმართ იჩენენ, რომელსაც 2013 წელს, ისევე როგორც იაპონურ ტრადიციულ სამზარეულოს, „იუნესკოს" მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ქართული ღვინისა და იაპონური ტრადიციული სამზარეულოს კომბინაცია ძალიან მიმზიდველია იაპონელი მომხმარებლებისთვის. იაპონიაში ღვინის მოხმარების კულტურა მაღალ დონეზეა, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდა ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთვის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. ტოკიოში გამართულ დეგუსტაციაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, ბლოგერები, ღვინის მწერლები და პროფესიონალები. მათ ის ქართული ღვინოები დააგემოვნეს, რომლებიც უკვე იყიდება იაპონიის ბაზარზე. კომპანიასთან „Red Bridge" ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის მიერ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მუდმივად მზარდია.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)