|
2021-05-17 14:54:01, 374 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს მატიანეს“ მონუმენტის მომიჯნავე ფერდობებზე 10 765 ნერგი ირგვება
ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარედ, „საქართველოს მატიანეს“ მონუმენტის მომიჯნავე ფერდობებზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური 10 765 ნერგს რგავს. სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დღეს ადგილზე გაეცნო. „ამ პროექტის ფარგლებში უკვე დაახლოებით, 6.6 ჰექტარი ტყე აღდგა. ტერიტორიაზე 10 000-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე ირგვება, ასევე, ეწყობა სარწყავი სისტემა, რათა ნერგების გახარებისა და ზრდისთვის ყველა პირობა იყოს შექმნილი“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. ტერიტორიაზე ჯამში, არანაკლებ 1,5 მეტრი სიმაღლის სხვადასხვა სახეობის ხე ირგვება. კერძოდ, 2153 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი, 2153 ძირი კავკასიური აკაკი, 2153 ძირი ჩვეულებრივი იფანი, 2153 ძირი ჰიმალაის კედარი, 1077 ძირი ჩვეულებრივი ნუში და 1076 ძირი თრიმლი. რგვისა და სარწყავი სისტემა მოწყობის პარალელურად, ადგილზე განოყიერებული მიწის შეტანის სამუშაოც მიმდინარეობს. ამასთან, ახლადდარგული მცენარეების დაცვის მიზნით, ტერიტორიის შემოღობვაც იგეგმება. გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)