|
2021-05-16 12:58:57, 471 ნახვა
საზოგადოება
დევნილ ოჯახებთან, რომელთა მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება ხელშეკრულებები გაფორმდა
იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები აშენდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი უწყების პრესსამსახური ავრცელებს. "დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელმა ნინო ხოხობაიამ 40-მდე ოჯახთან სამმხრივი ხელშეკრულებები უკვე გააფორმეს და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტი გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, ჯამში, 200-ზე მეტი სახლის აშენებას ითვალისწინებს. პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს და მასში მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება 31 მაისის ჩათვლით შეუძლიათ. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)