00:15 - 06 Aug, 2026
|
2021-05-15 14:23:15, 770 ნახვა
საზოგადოება
15-17 მაისს საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-17 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელი იქნება ჰაერის ტემპერატურის +30, +35 გრადუსამდე მომატება. სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსით დაიკლებს. მათივე ცნობით, 15-17 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+25, +30 გრადუსი), ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)