|
2021-05-15 11:46:50, 580 ნახვა
საზოგადოება
ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შესახებ მებაჟე ოფიცრებმა ერთობლივი სწავლება გაიარეს
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO), ასევე გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) ერთობლივი პროექტის - ,,კონტეინერების კონტროლის პროგრამის’’ ფარგლებში, საქართველოში მოქმედ უწყებათაშორის დანაყოფს პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდა. აღნიშნული პროგრამის მონიტორინგის პროცესში, მებაჟე-ოფიცრებთან ერთად, ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს, ერთობლივად ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები. კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანია, ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის პროცესში ერთობლივ ოპერაციებთან დაკავშირებული, ისეთი მნიშვნელობანი ინფორმაციის გაცვლა, როგორიცა ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა უკანონო საქმიანობის აღმოსაფხვრელად, მაღალი რისკის მქონე ტვირთების იდენტიფიცირება, ლეგიტიმური ვაჭრობის ხელშეწყობა და ამ მხრივ საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება. ერთობლივი სწავლება, რომელიც მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ექსპერტის სვეტლან სავოვის ჩართულობით გაიმართა ესწრებოდნენ ნაიდა შამილოვა - გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) შავი ზღვის რეგიონული მენეჯერი და როზი პეტროვი - აშშ საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის ხელმძღვანელი.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)