17:11 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-14 10:20:57, 1382 ნახვა

მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება

ეს ოპერაცია გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი ისრაელის ქალაქებში „ანარქიას“ არ შეეგუებიან.

„ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძვით, მე განვაცხადე, რომ „ჰამასს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ძალიან დიდ საფასურს გადავახდევინებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და ასეც გავაგრძელებთ დიდი ძალით. ბოლო სიტყვები ჯერ არ თქმულა და ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად. მეორე ფრონტი ისრაელის ქალაქებია, ვიმეორებ რაც დღეს ვთქვი, ჩვენ 100%-ით დავეხმარებით პოლიციას და სხვა უსაფრთხოების ძალებს რათა ისრაელის ქალაქებში აღვადგინოთ წესრიგი და სამართლია, ჩვენ არ შევეგუებით ანარქიას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, რომ ისრაელი ღაზის სექტორზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმებს ახორციელებს. ამასთან, გრძელდება მოძრაობა „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმები ისრაელის ქალაქებზეც.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics