10:01 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 19:44:48, 510 ნახვა

კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: გთხოვთ, ივლისის თვეში, დრონის სატესტო გაფრენაზე დაგვესწროთ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

არჩილ  თალაკვაძის კითხვაზე, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების განვითარებას ეხებოდა, ჯუანშერ ბურჭულაძემ  კიდევ ერთხელ ისაუბრა სსსტც „დელტას“ ბაზაზე, მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების შესახებ.  

მინისტრის ინფორმაციით,  მოლაპარაკებები სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან მიმდინარეობს:

„წელს სავარაუდოდ დავიწყებთ ორი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების  საქართველოში წარმოებას.  პოლონურ მხარესთან ავიღეთ ვალდებულება, რომ  უახლოეს ოთხ წელიწადში ერთობლივი საწარმოს ფარგლებში მინიმუმ 100 საფრენ აპარატს ვიყიდით.  ბუნებრივია, სარგებელიც რაც დარჩება, მასაც  გავიყოფთ. ეს იყო ოპტიმალური ვერსია ჩვენთვის და პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მოგვიწონეს პარტნიორებმა“.

ჯუანშერ ბურჭულაძემ  დეპუტატებსა და საზოგადოებას აცნობა, რომ მიმდინარე წლის ივლისში,  ერთობლივი საწარმოს ფარგლებში  დრონის სატესტო გაფრენაც განხორციელდება:

„ჩვენ მიერ ერთობლივი საწარმოს ფარგლებში დრონის სატესტო გაფრენაზე გთხოვთ, დაგვესწროთ.  ეს გახლავთ ძველი, პრაქტიკულად მიტოვებული, 2010 წელს დაწყებული ძველი საწარმო. ჩვენ აღვადგინეთ ეს საწარმო.  ხოლო ეს 20 საფრენი აპარატი, რაც  გვაქვს, ექსპლუატაციაში შევა“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics