|
2021-05-13 18:03:14, 860 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი - დღეისათვის თავდაცვის ძალებს უკვე მიღებული აქვს 500 ერთეულამდე მსოფლიო ბრენდების სპეციალური დანიშნულების ტექნიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებისთვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გაცნობისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვითი ქვედანაყოფების მობილურობის ამაღლება ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა. თავდაცვის მინისტრმა ამ მიზნით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარების კუთხით შემუშავებული და განხორციელებული პროექტები გაიხსენა: „ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარების მიზნით, დღეისათვის თავდაცვის ძალებს უკვე მიღებული აქვს 500 ერთეულამდე მსოფლიო ბრენდების გერმანული „მანის“, იტალიური „ივეკოს“ და ამერიკული „ფორდის“ მარკის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა. ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომლის ფარგლებში საბჭოთა მოძველებული ტექნიკა ეტაპობრივად განახლდება და თანდათანობით ჩვენი ქვედანაყოფები მსუბუქი და მაღალი გამავლობის სპეცტექნიკით აღიჭურვება“. მაღალი ხარისხისა და სტანდარტების სპეციალური ტექნიკით აღჭურვა თავდაცვის ძალების სამხედრო შესაძლებლობების, ქვედანაყოფების მობილურობისა და და ზოგადად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას უწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)