|
2021-05-13 17:56:24, 943 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი: ჯარის უწყვეტი და ხარისხიანი მომარაგების მიზნით, მნიშვნელოვანია სამხედროების ადგილობრივი წარმოების უნიფორმით უზრუნველყოფა
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარების გარდა, სამხედროების ადგილობრივი წარმოების უნიფორმებით უზრუნველყოფაზეც ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებს შპს „დელტა ტექსტილის“ დაფუძნების, მისი საქმიანობისა და გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ კომპანია პანდემიისა თუ სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც კი, უნიფორმითა და ტექსტილის სხვა ნაწარმით თავდაცვის ძალების შეუფერხებელ მომარაგებას უზრუნველყოფს: „მიმდინარე წელს ჩვენ უკვე მივიღეთ პირველი პროდუქცია და წლის ბოლომდე კიდევ მივიღებთ ჯარისკაცებისთვის ისეთ მნიშვნელოვან ნაწარმს, როგორიცაა კომუფლირებული უნიფორმები, მაისურები, სპორტული ტანსაცმელი და ტექსტილის სხვადასხვა სახეობა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)