02:22 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-12 10:53:57, 702 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან ერთად, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

მისი განცხადებით, ვაქცინაცია ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევაჩეროთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს.

„იმედი მაქვს, ჩვენი მოსახლეობა, მათ შორის, ჩვენი უწყების თანამშრომლები, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან, რითაც პანდემიის დამარცხებას შევძლებთ “, - აღნიშნა მინისტრმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, მასობრივი ვაქცინაციის კვირეულის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მასობრივი ვაქცინაცია ხორციელდება, რაც ხელს უწყობს ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების ნდობისა და აქტივობის გაზრდას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics