03:22 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-07 17:22:20, 871 ნახვა

საზოგადოება
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 87 პროექტი დაფინანსდა

მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის სხვადასხვა ტიპის 87 პროექტი დაფინანსდა. ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება 1 355 778 ლარია.

40 მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, 47 კორპუსში კი ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება.

წყალარინების მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ცოტნე დადიანის 144/14-ში, სადაც ახალი მილები 492 გრძივ მეტრზე მოეწყობა, ასევე, 12 საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდება.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

„მოძველებული კომუნიკაციების გამო ამ კორპუსს ბევრი პრობლემა შეექმნა. ამ ეტაპზე წყალარინების ქსელს ვცვლით და შემდეგ მთლიან ეზოში კაპიტალურად შეკეთდება გზის საფარი. აღნიშნული პროექტით 58 ოჯახს მოუგვარდება პრობლემები“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

სამუშაოების ღირებულება 158 000 ლარს შეადგენს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics