|
2021-05-07 11:59:38, 671 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი აცხადებს, რომ რუის-ურბნისის ეკლესიაში ფიზიკურად გაუსწორდნენ
დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილის განცხადებით, რუის-ურბნისის ეკლესიაში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, სვიმონ ცაკაშვილის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრება, რადგან გაუგებრობა უკვე ამოწურულია და საჩივრის შეტანას არ აპირებს. „ეს არის ჩვეულებრივი შიდა საეკლესიო გაუგებრობა, რომელიც მოგვარდა მღვდელმთავართან ერთად და არავითარი გამოხმაურება და სხვადასხვა ინტერპრეტაცია საჭირო არ არის. მე თავად გამოვხატე უდიერი განწყობა ხაშურის ეპისკოპოსის მიმართ, ვთქვი, რომ მასთან შეხვედრას მერჩივნა შევხვედროდი ქვეწარმავალს, რაც რა თქმა უნდა, არ უნდა მეთქვა. ფიზიკური დაპირისპირება ერთ-ერთმა ერის ადამიანმა ჩაიდინა, რომელიც აფექტურ მდგომარეობაში იყო, თუმცა ყველაფერი იქვე გაირკვა, როგორც ქრისტიანებს შეშვენით. მე თვითონ ვითხოვე პატიება და ყველაფერი მშვიდად დასრულდა. უხერხულია, რომ ვილაპარაკოთ, რა სახით მოხდა ე.წ. ფიზიკური ანგარიშსწორება, არ მგონია ეს ვინმეს აინტერესებდეს. ჩემთვის დაჩოქება არავის უთხოვია, მე ვითხოვე შენდობა, ყველაფრის მიუხედავად. არავითარი პრეტენზია არ მაქვს არც იმ ერის ადამიანის და არავის მიმართ. არავინ დამკავშირებია ამასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ამ საქმის ირგვლივ არ დაიწყება მსვლელობა. დაპირისპირება სამწუხარო ფაქტია, მაგრამ თუ ვინმე გვაყენებს შეურაცხყოფას და ვართ მძიმე მდგომარეობაში, მოვალენი ვართ, რომ ეს ყველაფერი გადავყლაპოთ, ეს არის აუცილებელი“, - განაცხადა თეიმურაზ თათარაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბარში.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)