|
2021-05-05 16:27:14, 1054 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია გარეჯში მომხდარზე - ეს სამარცხვინო ამბავი ამაზრზენი კამპანიის შედეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა აწარმოა
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, დავით გარეჯში, ივერი მელაშვილსა და ტვ მთავარის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება. ბოკერიას თქმით, ამ ფაქტზე პასუხისმგებელია ივანიშვილის რეჟიმი და ის შავრაზმული ძალები, რომელთან ერთადაც ეწევა პროპაგანდას ხელისუფლება. ბოკერიამ აღნიშნა, რომ გარეჯში მომხდარი ეს სამარცხვინო ამბავი არის შედეგი იმ ამაზრზენი კამპანიისა, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციის დემოინიზებისათვის აწარმოა. „ყველა შემდგომი ფაქტი იმის მიუხედავად, გვაქვს თუ არა მტკიცებულებები, ესა თუ ის თავდამსხმელი დავალებას ასრულებდა თუ არა, არის ივანიშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობა და იმ შავრაზმული ძალების, რომელთან ერთადაც ივანიშვილის რეჟიმი ამ ამაზრზენ პროპაგანდას ეწევა მთელი ეს პერიოდია. მათ აბსოლუტურად ფეხებზე ჰკიდიათ დავით გარეჯის საკითხზე რაიმე სიმართლის დადგენა. ყველამ იცის, ვინც ჩახედულია, რომ ამბავი მთლიანად მოგონილია და მხოლოდ საარჩევნო პროპაგანდის ამოცანებისთვის, პუტინის პროპაგანდის მსგავსად, ნიაღვარისთვის იყო შექმნილი, მოგონილი და შემდეგ ადამიანები შეცდომაში იყვნენ შეყვანილი. მომხდარი ფაქტი არის ოპონენტების წინააღმდეგ ამ სიძულვილის კამპანიის შედეგი. მათ შორის, მედია იქნება, სამოქალაქო ჯგუფები თუ პოლიტიკური ოპონენტები, ყველა ვინც სამიზნე ხდება ივანიშვილის რეჟიმისთვის, ვინც მათთვის არახელსაყრელია, ოპონენტად მიაჩნიათ ან ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებს და ავტომატურად მიუღებელია, ყველა ხდება სამიზნე, როცა სიძულვილის და ძალადობის მანქანას ააგორებ. ყველა შავრაზმული ჯგუფი პირდაპირაა დაკავშირებული ივანიშვილთან, მათ შორის სასულიერო პირები. ამ სიძულვილის ტალღის ნაწილი არიან, მათ არ აინტერესებთ ფაქტები, უბრალოდ სამიზნედ იღებენ ნებისმიერ ოპონენტს, მათ შორის, მედიას. ამ ვითარებაში, ამ ტიპის ძალადობაზე, რაიმე ადექვატური რეაგირების იმედი, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში ვერ გვექნება",- განაცხადა ბოკერიამ.
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)