|
2021-05-05 14:12:44, 651 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - ვაქცინირებული პირებისთვის გარკვეული სტიმულის შემოღებაზე საუბარი ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის შემდეგ დაიწყება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინირებული პირებისთვის გარკვეული სტიმულების შემოღებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყება, რაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია იქნება. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს საუბარი ბიზნესის წახალისებაზეც, რათა ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემო შეიქმნას. „გარკვეული სტიმულის დაწესება და შემოღება სრულად აცრილი პირებისთვის განიხილება, ეს შეიძლება იყოს შეზღუდვებისგან გათავისუფლება, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, მაგრამ ახლა კონკრეტული პაკეტი მზადდება და ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. ასევე არის საუბარი ბიზნესის წახალისებაზე, რომ შეიქმნას ეპიდემიურად უსაფრთხო გარემო. მთავარი აქცენტია, მომხმარებელმა იცოდეს, რომ კონკრეტული სასტუმრო ან კონკრეტული რესტორანი არის დაკომპლექტებული ვაქცინირებული პირებით, არის უსაფრთხო გარემო და მიენიჭოს ეპიდემიურად უსაფრთხო სერტიფიკატი ან რაიმე თვალსაჩინო ნიშანი. ჯერ ცოტა ადრეა, რადგან ჩვენ მეტად ფართო მოცვა გვჭირდება ვაქცინაციის, უნდა გვქონდეს ფართო მოცვა, რათა ყველას ჰქონდეს არჩევანი, რომ მარტივად ჩაიტაროს ვაქცინაცია, ალბათ, ესეც უფრო ივლისის თვისკენ, როდესაც გადავალთ მეტად აქტიურ ფართო მოცვაზე მოსახლეობის, რათა გათანაბრდეს და ვინმეს არ ჰქონდეს განცდა, რომ მისი მიზეზით კი არა, რაღაცა სხვა, გარეშე მიზეზებით ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია და ამდენად, გარკვეუწილად დისკიმინირებული შეიძლება აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ვერ აიცრა. ასე რომ როცა დაიწყება ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია, მაშინ უფრო აქტიურად ვისაუბრებთ სტიმულებზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)