13:47 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-04 22:58:51, 921 ნახვა

კომენტარი
იაგო ხვიჩია : არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცე და შენ მაინც ეს დოკუმენტი მიიღე - ოპოზიციამ ბრძოლა მოიგო

„არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცე და შენ მაინც ეს დოკუმენტი მიიღე - ოპოზიციამ ეს ბრძოლა მოიგო“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია უბრალოდ ვერ ხვდება, რომ მთავრობასთან ბრძოლა მოიგო.

„ჩემი აზრით, თუ ჩვენ სრულ კონტექსტს დავინახავთ, თუ რა მოხდა არჩევნების შემდეგ, ზოგადად, 6-თვიან პროცესს, რომელიც ბატონი შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ხელმოწერით დასრულდა, ოპოზიციამ ეს ბრძოლა მოიგო, ჩემი აზრით, გამოვიდა გამარჯვებული ამ ბრძოლიდან, უბრალოდ, თვითონ ამას ვერ მიხვდა და დავმარცხდითო დაიწყო ყვირილი, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა, რაც იყო სიმართლე, რომ მას შემდეგ, რაც არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცე, შენ მაინც ეს დოკუმენტი მიიღე, შენ მიიღე 5%-იანი ბარიერის ნაცვლად 2%-იანი ბარიერი 2 ვადის განმავლობაში, შენ მიიღე პოლიტპატიმარი გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელიც ნოემბერში დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა, შენ მიიღე 43%-იანი ზღვარი იმისთვის, რომ შემდეგში ის, რასაც ითხოვდი, მოხდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics