|
2021-04-30 12:14:27, 586 ნახვა
საზოგადოება
DRI - კოდექსში განხორციელებული ცვლილებები რეპრესიულია, ემსახურება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საქართველოს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს კანონპროექტი რეპრესიულია და ემსახურება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. DRI-ის განცხადებაში აღიშნულია, რომ კანონპროექტის დაჩქარებული ტემპით მიღებით მოხდა სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების მოთხოვნების უგულებელყოფა. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იზიარებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წუხილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, და მიაჩნია, რომ ცვლილებები რეპრესიულია და ემსახურება ერთადერთ მიზანს - შეზღუდოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. კანონპროექტის შინაარსიდან და მისი უკიდურესად დაჩქარებული ტემპით მიღებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს კიდევ უფრო რეპრესიული შინაარსი შესძინოს პრაქტიკაში კუმულაციურად არაერთხელ გამოყენებულ ნორმებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებებით მოხდა სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების მოთხოვნის უგულებელყოფა - 1984 წელს მიღებული საბჭოთა კოდექსის ფუნდამენტური რეფორმის ნაცვლად, ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირთა მიმართ არაერთხელ გამოყენებული ნორმები უფრო რეპრესიული გახდა“, - აღნიშნულია DRI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)