|
2021-04-28 15:29:54, 749 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში ჩატარდა საპრევენციო სამუშაოები, რამაც შედეგი გამოიღო
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ვაშლიჯვრის ფერდზე არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა მეწყრული პროცესების სრული სტაბილიზაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი. თბილისის მერის განცხადებით, ვაშლიჯვრის ფერდზე ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობა თავად გერმანელმა სპეციალისტებმა დაადასტურეს. მისივე თქმით, ფერდზე დამონტაჟებული მონიტორინგის თანამედროვე სისტემა პროცესებზე ზუსტი ინფორმაციის მოწოდებას 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს. „როგორც საზოგადოებამ იცის, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონაში ჩატარდა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოები ფერდის სტაბილიზაციისთვის, რამაც შედეგი გამოიღო და ეს დაადასტურეს გერმანიიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა, რომლებიც ჩართულები არიან ამ პრობლემის მოწესრიგებაში. ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, მოიხსნა მიწის მასის ნაწილი, რომელიც მაგისტრალური წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა, დროებით შეკავდა მეწყრული ფერდი, დამონტაჟდა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს დაკვირვებას და ზუსტი ინფორმაციის მოწოდებას. ახლა მიმდინარეობს ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები, რათა საბოლოოდ მოხდეს მეწყრული პროცესების შეჩერება. მას შემდეგ, რაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება და სრული სტაბილურობა მიიღწევა, რა თქმა უნდა, მოძრაობა ორმხრივად მაშინვე იქნება აღდგენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესების ნაწილობრივი გააქტიურების გამო, 15 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეზღუდულია.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)