|
2021-04-27 14:15:47, 620 ნახვა
კომენტარი
გიორგი ჩიქოვანი - მწვანე წყალბადის წარმოების განვითარება ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება
„მწვანე წყალბადის წარმოების განვითარება ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება" - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა ფონდის მიმდინარე და სამომავლო პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს გააჩნია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების დიდი, აუთვისებელი პოტენციალი. გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ბოლო წლებია საქართველოში საჯარო და კერძო სექტორი აქტიურად მუშაობს მწვანე წყალბადის შესწავლის საკითხებზე. პერმანენტულად ტარდება სხვადასხვა სახის საერთაშორისო და ადგილობრივი სემინარები და შეხვედრები, სადაც ხდება მსოფლიო ტენდენციების განხილვა და საქართველოს როლის განსაზღვრა მწვანე წყალბადის საერთაშორისო რუკაზე. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობით, ვმუშაობთ მწვანე წყალბადის წარმოებისთვის საჭირო რესურსების შეფასების ანგარიშის მომზადებაზე, ასევე მიმდინარეობს მწვანე წყლაბადის ტრანსპორტირების საკითხის შესწავლა", - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა. მისივე თქმით, აღნიშნული კვლევების დასრულების შემდგომ, დონორი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ექსპერტების ჩართულობით, იგეგმება მწვანე წყალბადის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს ადგილობრივ და უცხოურ ინვესტორებს, ზუსტად დაინახონ და შეაფასონ საქართველოში მწვანე წყალბადის განვითარების ბიზნეს პოტენციალი. „პარალელურად მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნება მწვანე წყალბადის წარმოების, ტრანსპორტირების და ვაჭრობის საკითხები. ასევე მიმდინარეობს მწვანე წყალბადის პროექტების ხელშეწყობის მექანიზმებზე მუშაობა", - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა. ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის თქმით, მიმდინარე წელს მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის დაწყება იგეგმება.
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)