|
2021-04-24 10:55:58, 583 ნახვა
საზოგადოება
სასკოლო კონკურსის „ეკოგმირი” გამარჯვებულები გამოვლინდნენ
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მზიურის პარკში, პროექტ “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე”-ს ფარგლებში ჩატარებული სასკოლო კონკურსის „ეკოგმირი“ და გარემოსდაცვით საკითხებზე შექმნილი ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აღნიშნული კონკურსების მიზანია, რაც შეიძლება მეტი ყურაღება დაეთმოს გარემოსდაცვით საკითხებს, წახალისებული იყოს როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში. დაჯილდოების ცერემონია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა. პირველ ადგილზე ქ.თბილისის #120 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეების ჯგუფი- „ნორჩი ეკოლოგები“ გავიდნენ. “ყოველი დღე უნდა იყოს დედამიწის დღე, ვინაიდან გარემოზე ზრუნვა, ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით არის ჩვენი მთავარი ამოცანა.ასეთი ნაბიჯებით ჩვენ შევძლებთ საზოგადოება ჩავრთოთ ამ პროცესებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით. 2021 წლის დედამიწის დღის მთავარი თემაა „აღვადგინოთ ჩვენი დედამიწა”. აუცილებელია, ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანოს მის დაცვაში. ესაა დღე, როდესაც მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დედამიწის, როგორც ჩვენი საერთო სახლის მნიშვნელობას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში, ფოტოგრაფ ლევან ქაშიბაძის პროექტის „PHOTO SMOG” პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აერთიანებს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ფოტოების სერიას და ინსტალაციას გარემოს დაბინძურების და ნარჩენების თემაზე. პროექტი შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, ორგანიზაციის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” -ს მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხორციელდება.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)