|
2021-04-23 14:56:33, 841 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის, ეკონომიკა სრულად არ უნდა დავკეტოთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გაყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი აღარ მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ეკონომიკის სრულად ჩაკეტვა არ უნდა მოხდეს. „პანდემიის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის 12-დან 15 ტრილიონამდე ეკონომიკური დანაკარგი. გაჩერებულია ბევრგან ეკონომიკა. გასაგებია, რომ მდიდარი ქვეყნები უძლებენ, მაგრამ ჩვენთან რთულია. ამიტომ, ახლა ჩვენ დანის პირზე მივდივართ. არც ეკონომიკა არ უნდა დავკეტოთ სრულად, როგორც ეს შარშან იყო და გაზაფხულზე კარგად ვმართეთ ყველაფერი და მეორეს მხრივ, ვაქცინაცია უნდა გავააქტიუროთ. ამიტომ, დამატებით შეზღუდვებზე ამ ეტაპზე საუბარი აღარ არის. ერთადერთი მთავარია აღსრულება იმის, რაც არის იყოს მაქსიმალური თვითშეგნება. არ გვინდა 200-კაციანი ქორწილები და სუფრები. იქიდან იწყება ყველაფერი. თავი შევიკავოთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასეთი თავშეყრებისგან. ეს არის დიდი თხოვნა ყველასადმი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)